მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხარჯები დაზოგა მთავრობამ პანდემიის პერიოდში? - ფინანსთა მინისტრის პასუხი

60c37c62e0585
ვიქტორია მღებრიშვილი
11.06.21 19:00
707
ფინანსთან მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, იმის თქმა, რომ ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯები პანდემიის პერიოდში გაიზარდა არასწორია, რადგან გარკვეული მიმართულებებით საბიუჯეტო ხარჯები დაიზოგა. ამის შესახებ მან პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

ფინანსთა მინისტრმა დაზოგილი ხარჯების მოცულობები და ის მიმართულებები დაასახელა, სადაც ბიუჯეტის დაფინანსება შემცირდა. 

„შრომის ანაზღაურებაზე 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 3.8% მიიმართა, რაც 2019 წლის ბოლოს 3.6% იყო, თუმცა 2021 წელს შრომის ანაზღაურება მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-ს შეადგენს და საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნულ ხარჯებს მშპ-სთან მიმართებით კიდევ უფრო მეტად შემცირების ტრენდი ექნება.

მშპ-ს 0.4% ის ხარჯი იყო, რომელიც უშუალოდ პანდემიასთან იყო დაკავშირებული, მათ შორის კოვიდთან ბრძოლის ინვენტარი, რომელიც სახელმწიფომ შეიძინა, საავადმყოფოებისთვის სხვადასხვა აღჭურვილობები და ა.შ. ეს ის ხარჯებია, რომლის გაწევაც გარდაუვალი იყო კოვიდთან ბრძოლისას. ხშირად აკუთვნებენ ამ ხარჯებს ბიუროკრატიულ ადმინისტრაციულს აკუთვნებენ, რაც არასწორია. ანუ საქონელი და მომსახურება, რომელსაც ჩვენ ბიუროკრატიულ ხარჯებს ვათვლით, არ არის ბიუროკრატიული ხარჯი.

რაც შეეხება საქონლის და მომსახურების სხვა კატეგორიებს, საწვავ-საპოხი მასალების შესყიდვის ხარჯი 22.5%-ით შემცირდა, რამაც 2020 წელს ჯამურად 124 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის ამის უდიდესი ნაწილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ გაწეული ხარჯია. ბუნებრივია, უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე ამ ნაწილში შემცირება დიდად ვერ მოხდებოდა.

ქვეყნის შიგნით და გარეთ მივლინებების ხარჯი 33%-ითაა შემცირებული, რამაც ჯამურად 58 მლნ ლარი შეადგინა. ამ ნაწილში გვაქვს ხარჯები, რომლის შემცირება პრაქტიკულად შეუძლებელია ეს არის 44 მლნ ლარი თავდაცვის სამინისტროს ხაზით სამშვიდობო მისიაში ქართული კონტიგენტისთვის ანაზღაურების განკუთვნილი თანხა, ამიტომ აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი ჯარისკაცებისთვის იყო განკუთვნილი და ამას თუ არ გავითვალისწინებთ 33%-იანი შემცირება მთლიან სურათში დიდი ეკონომიაა.

გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სხვადასხვა ხარჯებზე, რომელიც წარმომადგენლობითი სახისაა და სხვადასხვა ინვენტარის, სადაც შემცირება 50%-ზე მეტი გვაქვს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.