მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გადაწყვეტილება არჩევნებს არ უკავშირდება” - ხუციშვილი სტუდენტებისთვის დავალიანების ანულირებაზე

ფინანსთა მინისტრი

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა 30 000-მდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს სწავლის დავალიანებებს გაუნულებს. BMG-ის კითხვას, ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას გათვალისწინებული სტუდენტების შესაძლებლობა, სტატუსის აღდგენის შემდეგ დედაქალაქში ცხოვრების ხარჯები დაფარონ, ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, პასუხობს.

“როდესაც ვსაუბრობთ სამომავლო პერიოდში სწავლის გაგრძელებაზე, პირველი ეტაპი სტუდენტებისთვის დავალიანებების ჩამოწერაა. ამ პირებს სხვანაირად შესაძლებლობა არ ექნებათ, რომ სწავლა განაგრძონ. ბუნებრივია, სხვა მიმართულებითაც იყო შესწავლა და მუშაობა გრძელდება, თუმცა ეს არის პირველი ეტაპი, რაც აუცილებელია, რომ ყველა სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი, შესაძლებლობა გაუჩნდეთ იმისა, რომ სწავლა გააგრძელონ”, - ამბობს მინისტრი და დასძენს, რომ შესაბამის სამინისტროებს უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია დაწყებული აქვთ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ემსახურება მთავრობის ეს გადაწყვეტილება ბოლო დროს მომხდარი საკითხების, მათ შორის პრემიერ ღარიბაშვილის ჩარტერული ფრენის,  გადაფარვას, ხუციშვილი პასუხობს, რომ ეს მხოლოდ სპეკულაციებია და ბიუჯეტის ცვლილება ერთ დღეში შეუძლებელია.

“ძალიან ბევრი სპეკულაცია შეიძლება გავრცელდეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მომავალ არჩევნებთან არ არის დაკავშირებული ეს გადაწყვეტილება - ეს ვერსიაც იყო. ყოველ წელს და ორ წელიწადში ერთხელ გვაქვს არჩევნები და ამ ლოგიკით, ნებისმიერი ინიციატივა შეიძლება, ამას მიეწეროს. 

თქვენ ძალიან კარგად იცით და ხვდებით, რომ ბიუჯეტის ცვლილების მომზადება არ ხდება ერთ დღეში, ტექნიკურად შეუძლებელია. ეს საკმაოდ გრძელი და დიდი მუშაობის შედეგია. შესაბამისად, მსგავსი ტიპის სპეკულაციას ვერ გავიზიარებ”, - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

მთავრობა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს 40 მილიონის დავალიანებას უნულებს - პრემიერის გადაწყვეტილება

პრემიერ-მინისტრის მამამ შვილის გერმანიაში ჩარტერით ვიზიტში €34 000 გადაიხადა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები