მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რადიკალურად განსხვავებულია ჩვენი ბაზისგან - ცესკოში აცხადებენ, რომ მათი ბაზა არ გასაჯაროებულა

5e81c6ea755cf
BM.GE
30.03.20 14:26
1142
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათი მონაცემთა ბაზა რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც ჰაკერებმა ინტერნეტ-სივრცეში განათავსეს. შესაბამისად, ცესკოში განმარტავენ, რომ გასაჯაროებული მონაცემთა ბაზა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ეკუთვნის. 

"ამ სიაში საუბარია 4 მილიონზე მეტ ამომრჩეველზე, ჩვენ სიაში არის 3.5 მილიონი ამომრჩეველი. გარდა ამისა, მიცვალებულები არის მოცემული, რაც ჩვენს ბაზაში არ არის. ასევე აღნიშნულია მამის სახელი, ეს მონაცემები ჩვენს ბაზაში აღნიშნული არ არის," - ამბობენ ცესკოში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი, აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და მის შესახებ დამატებით განმარტებებს უახლოეს პერიოდში გააკეთებენ. 

"ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“, - აცხადებენ უწყებაში.

ამერიკული ონლაინ-გამოცემა ZDNet-ი წერს, რომ 28 მარტს, ჰაკერებმა საქართველოს 4,934,863 მოქალაქის, (მათ შორის გარდაცვლილი პირების) პერსონალური ინფორმაცია ინტერნეტში, გაასაჯაროვეს.

საუბარია მოქალაქის სახელზე, გვარზე, პირად ნომერზე, მის მისამართზე ასევე დაბადების თარიღზე. გამოცემის ცნობით, ფაილის ზომა, რომლითაც მოქალაქეთა პირადი მონაცემები გასაჯაროვდა 1.04 გიგაბაიტია. გამოცემის ცნობით, ინფორმაციის გაჟონვა კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის კომპანია Under the Breach აღმოაჩინა და ZDNet-ს მიაწოდა.