პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 16.
პარლამენტმა ასევე აირჩია ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3 წევრი - მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები არჩეულია 5 წლის ვადით.