მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ

საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ
17.07.24 18:39
337

ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია აქტიურად გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თანამშრომლები გაეცნენ.

ელექტრონული საშუალებების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.

,,აქტიური დისკუსიის ფონზე წარიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, რისთვისაც ხელმძღვანელს და ყველა მონაწილე პირს თანადგომისთვის, მათი აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო. მე და ჩემმა გუნდმა მათ გავუზიარეთ ინფორმაცია ტექნოლოგიური საშუალებების ინტერვენციის, ელექტრონული სიახლეებისა და სერვისების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას, ასევე ესწრებოდა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

„საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში იმ ახალი პროექტებისა და ტექნოლოგიების შესახებ გაიმართა შეხვედრა, რომელიც ამომრჩეველს აძლევს სრულიად ახალ შესაძლებლობას, ძალიან მარტივად და მოხერხებულად განახორციელოს საარჩევნო პროცესში მონაწილეობა. ჩვენი გუნდისთვის ეს ინფორმაცია იყო ძალიან ღირებული, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას და ბატონ გიორგი კალანდარიშვილს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ის შრომა, რომელიც ადმინისტრაციას ბოლო წლებში გაწეული აქვს საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში.“ - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრის მონაწილეები პირადად გაეცნენ საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში თავად გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები