ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის შეფასებით, "არჩევნები შედგა".
ამის შესახებ მან ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპი წარმატებით განხორციელდა. არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. დღის განმავლობაში სხვადასხვა გამოკვეთილ საკითხზე გვქონდა მყისიერი რეაგირებები, რასაც საარჩევნო პროცესზე და მით უმეტეს შედეგებზე გავლენა არ ჰქონია.
ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესები ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე წარიმართა, ადასტურებს იმას, რომ ცესკომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს ", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.