მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მილიონ კგ კიტრს და პომიდორს აწარმოებს ივანიშვილის კუთვნილი სათბური?

63fe0315d5efc
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.23 17:50
19725
შპს "გრინჰაუზ ჰოლდინგი" 2014 წელს, ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდმა” დააფუძნა. კომპანია ბაზარზე "პლანტას" ბრენდით ოპერირებს. მისი ძირითადი შვილობილი კომპანია “საქართველოს სათბურის კორპორაციაა”.

კომპანიამ 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს კომპანიამ შემოსავალი 0.8 მილიონი ლარით, 21.4 მილიონ ლარამდე გაზარდა. ამასთან, კომპანიამ წელი მოგების ნაცვლად, 1.3 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.

“სს საქართველოს სათბურის კორპორაცია დაფუძნებულია 2014 წლის 3 აპრილს საქართველოში. კომპანიას გაჩნია 5-წლიანი გამოცდილება და წარმოადგენს აგრარულ სექტორში ლიდერ კომპანიას. კომპანია ფლობს და ოპერირებს რთულ, მაღალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სათბურის ობიექტით, რომელიც მდებარეობს 12 ჰექტარზე (სათბური) და შეუძლია გამოზარდოს ყოველწლიურად 7,100 ტონაზე მეტი პროდუქცია. კომპანია აწარმოებს და ყიდის მაღალხარისხოვან აგრარულ პროდუქტს, პომიდორსა და კიტრს. ხელოვნური განათება იძლევა მაღალხარისხიანი სასოფლოსამეურნეო პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას ზამთრის სეზონზე და არახელსაყრელი ამინდის პირობებში, რადგან სათბური ნაკლებად დამოკიდებულია მზის შუქზე. შედეგად პროდუქციის ხარისხი და შემოსავლიანობა ერთ კვადრატულ მეტრზე გაიზარდა,”- ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

2021 წლის განმავლობაში კომპანიამ 4,783,147 კილოგრამი კიტრი და 1,014,142 კილოგრამი პომიდორი აწარმოა. ჰოლდინგი ჯამში 237 ადამიანს ასაქმებს.