მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად არის გაზრდილი საქართველოში ფულის მასა?

6132108924993
შოთა ტყეშელაშვილი
03.09.21 18:00
1180
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ივლისში ქვეყანაში ფულის მასის მოცულობამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კერძოდ კი, M2-მა ანუ ფართო ფულმა, რაც ეკონომიკაში არსებულ ნაღდ ფულს, ასევე, კომერციულ ბანკებში არსებულ დეპოზიტებს (საბანკო სექტორისა და სამთავრობო სექტორის დეპოზიტების გარეშე) ასახავს, 14.81 მილიარდ ლარს მიაღწია.

შედარებისთვის, ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 2.26 მილიარდი ლარით ნაკლები იყო და 12.55 მილიარდ ლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში ფულის მასის ზრდა 18%-ია. M2-ის მსგავსად, გაზრდილია სხვა მონეტარული აგრეგატებიც, მათ შორის უშუალოდ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულიც და ის 4.64 მილიარდი ლარია, რაც წლიურ ჭრილში 7.4%-ით არის გაზრდილი.