მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად სწორია ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეგულაციები? - არჩილ გაჩეჩილაძის შეფასება

5ead80f874616
ინგა მურუსიძე
03.05.20 20:44
815
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ცენტრალური ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს Forbes talks ფორმატში ფორბსის მთავარ რედაქტორგიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში აფასებს.


გადაცემის წამყვანი, გიორგი ისაკაძე დაინტერესდა, გაამართლა თუ არა ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა.

„ეროვნული ბანკის“ პოლიტიკა იყო ძალიან კონსერვატიული. ეს ნიშნავს, რომ ბანკებს მეტი კაპიტალი ჰქონდათ, შეიზღუდა მეტი სესხის გაცემა და როცა კრიზისი მოდის, ვინც უფრო კონსერვატიულია, ის უფრო მომზადებული ხვდება მას. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიდგომამ ნაწილობრივ გაამართლა. მთავარი კითხვა არის, უნდა მოვემზადოთ თუ არა კრიზისისთვის ასე და მერე ვიღებთ კრიზისს, რომელიც 100 წელია არ ყოფილა“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ამისთვის არავინ ემზადებოდა...

"ნაწილობრივ ემზადებოდა ეროვნული ბანკი. ძალიან კონსერვატიული მიდგომები ჰქონდა ეროვნულ ბანკს, ამაზე იყო კრიტიკა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთი დარტყმის შემდეგ კონსერვატული მიდგომები ვისაც ჰქონდა, ის აღმოჩნდა მართალი. აქ მტყუან-მართალზე არც არის საუბარი. ეს ყველასთვის კარგია. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ საპროცენტო განაკვეთები მეტი იყოს, ოღონდ შესაბამისი ფული დაილექოს კაპიტალად, რომ დარტყმის შემთხვევაში არ იყოს სანერვიულო ამ კუთხით. ამის თანხას მოსახლეობა იხდის და სიკეთეც მოსახლეობამ უნდა მიიღოს. ამ კუთხით ნამდვილად შეიძლება ითქვას დადებითი სებ-თან მიმართებაში. რაც შეეხება ფულად საკრედიტო ნაწილს. ლარის რესურსი გაძვირდა, ახლა ხდება ზომების მიღება იმისთვის, რომ ლარის რესურსი დაურუბდეს იმ ღირებულებას, რაც ორი თვის წინ იყო. ეს აბსოლუტურად რეალისტურია მაშინ, როცა მზად ხარ, რომ რამდენიმე ასეული მილიონი დახარჯო რეზერვებიდან, რომ ლარი არ დასუსტდეს დოლართან მიმართებაში. მე მგონია, რომ ცოტა უფრო სწრაფად შეიძლებოდა იმის გაკეთება, რაც დღეს ხდება, თუმცა მიმართულება კარგია. ვექტორზე აბსოლუტურად ვეთანხმები ეროვნულ ბანკს და კარგია, რომ რესურსის მობილიზება მოხდეს, რათა ნაკლებად გაუძვირდეს კრედიტები ჩვენს მომხმარებლებს.

მოხდა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება 8.5%-მდე... რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება? ხომ არ მოისაკლისებ ნაბიჯებს, რაც პროცესებს უფრო სწრაფს და დინამიურს გახდის და ეკონომიკას კვლავ ამოქოქავს?

"რაც შეეხება ლარის რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, მიმართულებას ვეთანხმები. ეს არის ლარის მიწოდება ანუ მთლიანობაში გაიაფება. თუ რეფინანსირების განაკვეთი იყო 9%, რეალური განაკვეთები ლარის რესურსების იყო 11-12%-ზე ასული. აქ ორი გამოსავალია - ან ეროვნულმა ბანკმა უნდა აწიოს განაკვეთი 11-12 %-მდე ანდა მიაწოდოს მეტი და მეტი ლარი ბანკებს, იმისთვის, რომ ლარი არ გაძვირდეს. ეს არის სწორი მიმართულება, თუმცა ამას აქვს თავისი ხარჯი, ეს არის რამდენიმე ასეული მილიონი ლარი იმისთვის, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეიცვალოს. ლარის რესუსრის მიწოდებაც უნდა მოხდეს, გაიაფებაც და დოლარის დახარჯვაც", - აცხადებს გაჩეჩილაძე.