მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ბინა გაიყიდა გასულ თვეს? –"თიბისი კაპიტალის" მონაცემები

5fb7eed9a6cb4
ლიკა გურაბანიძე
20.11.20 21:00
997

სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას წლის ბოლომდე ველოდებით - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში „თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა თორნიკე კორძაიამ განაცხადა. როგორც კორძაიამ აღნიშნა, ის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას მისი ეფექტურობიდან გამომდინარე ვარაუდობს.

ამას გარდა „თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა უძრავი ქონების ბაზარი კიდევ ერთხელ მიმოიხილა.

“ბინების გაყიდვების კუთხით, ნოემბრის პირველი კვირა საკმაოდ აქტიური იყო და ძველ ტემპს ინარჩუნებდა, მეორე კვირაში გაყიდვები შედარებით დაბლა წამოვიდა. ბოლო შვიდ დღეში ბინების გაყიდვების კუთხით ბაზარზე 2%-იანი კლება დაფიქსირდა.

ოქტომბერში სრულფასოვანი სურათისთვის ტრანზაქციები ხარისხობრივად და რაოდენობრივად გავაანალიზეთ. ოქტომბერში ბაზარზე 3 300 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით ახალი და ძველი ბინების გაყიდვების ნაწილში ერთიანად 4%-იანი კლება იყო. რაც შეეხება ფართებს, ოქტომბერში 221 ათასი კვ.მ გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-იან კლებას წარმოადგენდა. ოქტომბერში -15% დაფიქსირდა ძველი ბინების გაყიდვაში, ახალი ბინების გაყიდვაში კი პლუს 3%. ამას სუბსიდირების ეფექტს ვუკავშირებთ, ბოლო სამი თვეა ახალი ბინების შეძენა გაზრდილი ტემპით ხდება.

ასევე, 10 თვე რომ შევაჯამოთ ფართშიც და გაყიდული ბინების რაოდენობაშიც თბილისში კლება 26-27%-ია, თუმცა ეს მაჩვენებელი თვიდან თვემდე უმჯობესდება", – განახადა კორძაიამ.

მან ასევე ტურისტული ქალაქი ბათუმი თბილისს შეადარა და აღნიშნა, რომ ბათუმში გაყიდვების კუთხით უფრო ცუდი მდგომარეობაა, – "მიმდინარე წლის ოქტომბერში გასული წლის ოქტომბერთან შედარებით ბინებზე მოთხოვნა დაახლოებით 40%-ით შემცირებულია. მიგვაჩნია, რომ ძირითადი მოთხოვნა ტურიზმის აღდგენასთან ერთად დაბრუნდება,” - აღნიშნა კორძაიამ.