მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო შემოდინებები დივერსიფიცირებულია - თიბისი კაპიტალი

64be4cd1d0c78
BM.GE
24.07.23 14:58
1587
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტის კვირის განახლება გამოაქვეყნა. მიმოხილვის თანახმად, სავალუტო ნაკადები, რომლებსაც საქართველო იღებს კვლავ დივერსიფიცირებული რჩება. თიბისის მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ შემოდინებებში წამყვანი ადგილი რუსეთის ფედერაციას უკავია, მთლიანობაში ნაკადები მაინც დივერსიფიცირებულად შეიძლება ჩაითვალოს. 

"ეკონომიკის მიმდინარე ძლიერი ზრდა აჩენს კითხვას სავალუტო შემოდინებების კუთხით ერთ წყაროზე, საკუთრივ რუსეთზე დამოკიდებულების მხრივ. ბოლო ერთი წლის მონაცემებზე დარყდნობით, შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფიული დივერსიფიცირება მთლიანობაში გარკვეულწილად გაზრდილია კიდეც. კერძოდ, ევროკავშირი ინარჩუნებს პირველ ადგილს, რუსეთის წილი გაანგარიშების სხვადასხვა მეთოდით, 2019 წელთან შედარებით დიდწილად ერთ დონეზეა, ხოლო სხვა ქვეყნების კონტრიბუცია გაზრდილია.

ცალსახაა, რომ მიგრაციის ეფექტის შედეგად ეკონომიკური აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე ეს უკრაინაში სამხედრო ესკალაციის გარეშე იქნებოდა. აღნიშნული, მიგრანტებში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში დასაქმებულთა მაღალი ხვედრითი წილიდან გამომდინარე, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის დინამიკაშიც იკვეთება. ამავდროულად, მიუხედავად საერთო აღქმისა, გეოგრაფიული წყაროებისა და შემოდინებების ტიპების მიხედვით, დივერსიფიცირება კვლავ მაღალია. ასევე, ვფიქრობთ, რომ ფულადი გადარიცხვების რუსული კომპანია Unistream-სათვის ახლახან დაწესებული სანქციების გათვალისწინებითაც, სავალუტო შემოდინებები კვლავ ძლიერი იქნება.

გასულ კვირაში გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა, 17 ივლისის მდგომარეობით, დეპოზიტების გაზრდილი ლარიზაცია და ამავდროულად, ივნისში სესხების მეტი დოლარიზაცია. ეს დინამიკა, სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად, ჩვენი აზრით, მომდევნო კვირაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დამატებით შემცირების არგუმენტია,"- ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები