მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი დავხარჯეთ ვაქცინაციის წახალისებისთვის?

61f0ecbea3e10
თათია ჩაფიჩაძე
27.01.22 10:15
506
საკოორდინაციო საბჭოს 25 იანვრის გადაწყვეტილებით, 50 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები ბუსტერდოზის გაკეთების შემთხვევაში, 100 ლარით წახალისდებიან. საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, ასევე გადაწყდა, რომ კიდევ ერთი თვით გაგრძელდება პროგრამა რომელიც 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ.

ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით, თავდაპირველად, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვს 200-ლარიანი წახალისება 9 ნოემბრიდან დაიწყო და შემდეგ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებზეც გავრცელდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში ჯამურად ამ ასაკობრივ ჯგუფში აცრა 129 811-მა ადამიანმა გაიკეთა, შესაბამისად, სამინისტროს ბიუჯეტიდან მათზე 25 მლნ 962 000 ლარია დახარჯული.

ვაქცინაციის წახალისების მიზნით იქნა შემოღებული წამახალისებელი ლატარიაც, რომელში მონაწილეობაც 13 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე სულ მლნ 222 ათასს 349 მოქალაქემ მიიღო, მათგან კი ფულადი ჯილდო 17 ათასს 55 ადამიანს დაერიცხა. მოგებული თანხის ჯამური მოცულობა 2 მლნ 700 ათასი ლარია.