21.იანვარი .2020 21:00

რამდენი ელექტრო და ჰიბრიდული მანქანა დარეგისტრირდა 2019 წელს საქართველოში?

views 1284
უკან

2019 წელს საქართველოში ჯამში 87 557 ავტოსატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა, მაშინ როდესაც 2018 წელს დარეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 79 947 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-მ შსს-ის მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა.

როგორც უწყების მიერ მოწოდებული მონაცემებით ირკვევა, საქართველოში გასულ წელს 822 ელექტრომობილი დარეგისტრირდა; 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 624 იყო.

რაც შეეხება ჰიბრიდებს, მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს დარეგისტრირდა 23 063 ჰიბრიდი, რაც 2018 წლის მონაცემებზე (25 917) ნაკლებია.

დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებები დიზელზე, ბენზინზე ან აირზე მომუშავეა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა