მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარი ჯდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება

5f5f24847983b
BM.GE
15.09.20 09:45
1540
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველი 78 პარტია იყო, მათ შორის 66 დარეგისტრირდა, ხოლო 12 პარტიას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

დადგენილება 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებასა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე მიმდინარე წლის დასაწყისში იქნა მიღებული. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ცესკო საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად 42,760,652 ლარს დახარჯავს.

ბიუჯეტიდან გამოყოფილი 42.8 მილიონი ლარი ასე გადანაწილდება:

· შრომის ანაზღაურების ხარჯები - 19,531,295 ლარი;
· საქონლისა და მომსახურების შეძენისთვის გაწეული ხარჯები - 9,845,000 ლარი;
· სოციალური უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები - 424,133 ლარი;
· სხვა ხარჯები - 12,152,724 ლარი;
· არაფინანსური აქტივების ზრდა - 807,500 ლარი.

როგონც ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებაშია გაწერილი, არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისთვის ჯამურად 32,349,928 ლარი დაიხარჯება, მოხელეთა გადამზადებისთვის - 1,061,000 ლარი, ხოლო საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯებისთვის 2,111,674 ლარია გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სუბიექტები სარეკლამო ხარჯების ანაზღაურების გარდა 7,238,050 ლარის ოდენობის დაფინანსებასაც მიიღებენ.

როგორც ცნობილია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ბიუჯეტს 38,136,230 ლარი დაუჯდა, რაც 4,624,422 ლარით ნაკლებია ვიდრე ის თანხა, რომელიც მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის დაიხარჯება.