22.სექტემბერი .2022 23:55

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს „კოკა-კოლას“ საქართველოში?

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს „კოკა-კოლას“ საქართველოში?
views 2370
უკან

საქართველოში გამაგრილებელი სასმელების უმსხვილესმა მწარმოებელმა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ გასულ წელს რეკორდული მოცულობის 283.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ეს 2020 წელთან შედარებით 87.6 მილიონი ლარით მეტია. შესაბამისად, კოკა-კოლამ გასულ წელს არსებული პანდემიური სირთულის მიუხედავად, გაყიდვების ზრდა შეძლო.

კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 2021 წელს 31 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" შესახებ

კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გაზიანი სასმელებისთვის საჭირო ძირითად ნედლეულს – კონცენტრატებსა და სასმელებს Coca-Cola Company-სთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე იღებს. პირველ შეთანხმებას ხელი 1993 წელს მოეწერა და მას შემდეგ შეთანხმების მოქმედების ვადა პერიოდულად გრძელდება. ამასთან, გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ აქვს გაყიდვის უფლება თუნუქის ქილებში ჩამოსხმული სასმელის აზერბაიჯანსა და სომხეთში.

„2021 წლის შედეგებით გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე (კარბონირებული გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყალი, მინერალური გაზიანი წყალი, ცივი ჩაი, ცივი ყავა, წვენები, ენერგეტიკული სასმელები) კომპანიას ბაზრის 35% უკავია და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე,“- ნათქვამია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ 2021 წლის ანგარიშში.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ აქტივების ჯამური ღირებულება 323 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის 87.47%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა.

2020 წლიდან კომპანიის ყველა საწარმოო ხაზი ნატახტარში მდებარე ახალ საწარმოში გადავიდა, რისთვისაც კომპანიამ ხელი მოაწერა სასესხო ხელშეკრულებას გერმანიის საინვესტიციო კორპორაციასთან (DEG), რომლის ფარგლებშიც კომპანიამ 18 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა