მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald's Georgia და Coca-Cola წელს ₾61 მლნ-ის ხელფასს გასცემს - თემურ ჭყონია

64ba2d60097b0
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.23 11:57
3745
მიმდინარე წელს McDonald's Georgia და Coca-Cola თანამშრომლებზე ჯამურად 61 მლნ ლარის ხელფასს გასცემს - ამის შესახებ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ბიზნესის განვითარება თანამედროვე მოთხოვნებს ახალგაზრდების დიდი ჩართულობის შედეგად პასუხობს. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, McDonald's Georgia-სა და Coca-cola-შიც ოფისში დასაქმებულთა 80% სწორედ ახალგაზრდები არიან, რომლებიც კომპანიის განვითარების მუხტს წარმოადგენენ და პირიქით, კომპანია ცდილობს, მოტივაცია მისცეს ასეთ ახალგაზრდებს.

„სასიხარულოდ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში ბოლო წლებში ბიზნესის განვითარება ძალიან ემთხვევა თანამედროვე მოთხოვნებს, რაც ძალიან სასიხარულოა. ბიზნესი არ ჩამორჩება, პირიქით, ზოგიერთ მომენტში ამ ნოვაციებით, ახალი ტექნოლოგიებით და აზროვნებით, ვერ წარმოიდგენთ რა ახალგაზრდობა მოდის ბიზნესში. ხშირად ამბობენ, რომ პოლიტიკა 30 წელია ერთ წრეზე ტრიალებსო, ბიზნესი ამ წრიდან დიდი ხნის გამოსულია, ამ ახალგაზრდობის ხელშეწყობით და გვერდში დგომით. მაგალითად მე ოფისში, ორივე კომპანიაში - მაკდონალდსა და კოკა-კოლაში 80% ახალგაზრდები მყავს. ახალგაზრდებს რომ ვუყურებთ, როგორ უნდათ რომ მაგრები იყვნენ, ამის შედეგად ანაზღაურება გაიზარდა, პრემიების თემები წამოვიდა, ახალგაზრდა შენც გაახალგაზრდავებს და იმ დონეზე გამოძრავებს, რომ გეუბნება მომყევი მეგობაროო“, - განმარტავს ბიზნესმენი.

თემურ ჭყონია თვლის, რომ წლიურად სახელფასო ანაზღაურების სახით გაცემული 61 მლნ ლარი კარგი რიცხვია და ეს თანხა კომპლექსურად მუშაობს როგორც ახალგაზრდების მოტივირების, ასევე კომპანიის და ქვეყნის განვითარების მიმართულებით.

„აღმოჩნდა, რომ წელიწადში ორივე კომპანია ხელფასის სახით 61 მლნ ლარს არიგებს. ანუ სახელფასო ფონდი 61 მლნ ლარი გამოდის - ვფიქრობ, ეს პატარა რიცხვი არ არის. ეს ახალგაზრდების, კარგი სპეციალისტების დამსახურებაცაა, კადრების შენარჩუნების საკითხიც არის, რომ მიგრაცია არ მოხდეს, ეს კომპლექსში ქვეყნის განვითარებასაც უწყობს ხელს... ეს რიცხვი რომ მივიღე - ჩემი თავი მომეწონა... თურმე ადამიანს შეუძლია შექმნას ისეთი დამოკიდებულება, რომ ამხელა თანხა დაარიგოს“, - აცხადებს ჭყონია.

აღსანიშნია, რომ კომპანიებში მომდევნო 2024-2025 წლების განვითარების გეგმა და ბიუჯეტი უკვე გაწერილია და თემურ ჭყონიას თქმით, მომავალ წელს დასაქმებულთა ხელფასების 10%-ით გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელფასო ფონდი 67 მლნ ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები