McDonald’s საქართველოს რესტორნების ქსელში სულ მალე სტუმრებს რობოტებიც მომსახურება. ამის შესახებ თემურ ჭყონიამ BMG tv-ის ტელეპროექტ „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა და აღნიშნა, რომ „მაკდონალდსში“ ახალი ტექნოლოგიები დაინერგება.
„დღე-დღეზე სტუმრებს სიურპრიზს შევთავაზებთ და ჩვენთან შეიძლება რობოტებმა იმუშაონ. პროექტი სატესტო რეჟიმში დაახლოებით 15 ფილიალში გაეშვება და თითოეულში ერთი რობოტი იმუშავებს. ისინი მომხმარებელს იმ სერვისს შესთავაზებენ, რასაც მიმტანები ახორციელებენ - სიმღერებით და ა.შ.“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
BMG-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ტრენერები რობოტებს ქართულ ენას ასწავლიან და სატესტო რეჟიმში რობოტები რამდენიმე დღეში თბილისის რამდენიმე ფილიალში გამოჩნდებიან. ამის შემდეგ ასევე სატესტო რეჟიმში რობოტები ქუთაისის რესტორანშიც გაიგზავნება.