20.მაისი .2022 18:34

რამდენი მილიონის საქონელი იყიდა/გაყიდა საქართველომ რუსეთში ომის დაწყების შემდეგ?

რამდენი მილიონის საქონელი იყიდა/გაყიდა საქართველომ რუსეთში ომის დაწყების შემდეგ?
views 976
უკან

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მარტის და აპრილის განმავლობაში საქართველომ რუსეთში 63.6 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე. რაოდენობრივად რუსეთში ექსპორტი წინა წელთან შედარებით $25 მილიონით ანუ 28%-ით არის შემცირებული. 

ექსპორტისგან განსხვავებით, გაზრდილია იმპორტი რუსეთიდან. მარტ-აპრილის განმავლობაში საქართველომ რუსეთიდან 221 მილიონის საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 36 მილიონით მეტია. 

იმპორტის ზრდა ძირითადად ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდით არის განპირობებული, თუკი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთიდან 23 მილიონი დოლარის, 41 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა, 2022 წლის მარტ-აპრილში ეს 51 მილიონ დოლარამდე და 55 ათას ტონამდე გაიზარდა. 

იმპორტში მეორე ადგილს - ბუნებრივი აირი, მესამეს - ელექტროენერგია, მეოთხე პოზიციას კი მარგარინი და ელექტროენერგია იკავებს. 

რა საქონელი შეიძინა საქართველომ რუსეთისგან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ:

1 ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $51 მილიონი, 55,388 ტონა;
2 ბუნებრივი აირი - $17 მილიონი, 69,877 ტონა;
3 ელექტროენერგია - $12 მილიონი,
4 მარგარინი - $12 მილიონი, 7,330 ტონა;
5 კოქსი (ქვანახშირი) - $11 მილიონი, 20,076 ტონა;
6 ფქვილი ხორბლის - $8 მილიონი, 24,783 ტონა;
7 ხორბალი და მესლინი - $5 მილიონი, 15,300 ტონა;
8 შოკოლადი და კაკაო - $5 მილიონი, 1,981 ტონა;
9 საკონდიტრო ნაწარმი - $5 მილიონი, 2,514 ტონა;
10 არმატურა - $4 მილიონი, 5,009 ტონა.

საქართველოს ექსპორტი რუსეთში - მარტი-აპრილის განმავლობაში:

1 ფეროშენადნობები - $24 მილიონი, 10,467 ტონა;
2 ღვინოები - $14 მილიონი, 5,074 ტონა;
3 მინერალური და მტკნარი წყლები - $6 მილიონი, 12,493 ტონა;
4 ვაშლი, მსხალი და კომში - $3 მილიონი, 5,176 ტონა;
5 გაზირებული შაქრიანი სასმელები - $3 მილიონი, 4,267 ტონა;
6 სპირტიანი სასმელები - $2 მილიონი, 512 ტონა;
7 მსუბუქი ავტომობილები - $2 მილიონი,
8 ელექტრული წყალგამახურებლები - $1 მილიონი, 459 ტონა;
9 სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $1 მილიონი, 80 ტონა;
10 კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $1 მილიონი, 280 ტონა.