მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის სესხები აქვთ ბანკებს მათთან დაკავშირებულ მხარეებზე გაცემული?

605dd10fb655f
შოთა ტყეშელაშვილი
27.03.21 00:00
765
საქართველოში სულ 15 კომერციული ბანკი საქმიანობს. ბანკების მფლობელები და მათთან დაკავშირებული კომპანიები ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ აღნიშნული ბანკების სასესხო შეთავაზებებით სარგებლობენ, რასაც “ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა სესხები” ეწოდება.

არსებული მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სისტემაში სესხების ჯამური მოცულობა 35.6 მილიარდ ლარს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკი ურთიერთდაკავშირებული სესხების სტატისტიკას ბანკების საზედამხედველო კაპიტალთან მიმართებით ითვლის. ჯამურად, ბანკების საზედამხედველო კაპიტალის მოცულობა 8.46 მილიარდი ლარია, ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა კოეფიციენტი კი 14.5%-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ 1.22 მილიარდი ლარის მოცულობის სესხები ბანკებს მათთან ურთიერთდაკავშირებულ მხარეებზე აქვთ გაცემული.

ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, კომერციულ ბანკებში ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა მიმართ რისკის პოზიცია არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს, ამასთან თითოეულ შემთხვევაში რისკის პოზიციის მოცულობა 200 მილიონ ლარს არ უნდა აჭარბებდეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა საშუალო კოეფიციენტი 2018 წელს 15.5%; 2019 წელს 15.9%; 2020 წელს კი 15% იყო, შესაბამისად ამ მხრივ წლიდან წლამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეიმჩნევა.