მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს EPAM-ს საქართველოში?

6364e747c6843
BM.GE
04.11.22 15:52
2629
EPAM Systems-ი საერთაშორისო IT კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს გარშემო 60 ათას ადამიანს ასაქმებს და მისი შემოსავალი 3.75 მილიარდი დოლარი იყო. კომპანია საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში შემოვიდა და ოპერაციები აქტიურად 2021 წელს გაზარდა.

“ეპამ საქართველომ” 2021 წლის ფინანსური ანგარიში უკვე გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანია ქვეყანაში გასულ წელს საშუალოდ 319 ადამიანს ასაქმებდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “ეპამს” საქართველოში 35 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, საიდანაც უშუალოდ სერვისის მიმწოდებელი თანამშრომლების ანაზღაურებები 18.4 მილიონი ლარი იყო, რაც ფინანსურ ანგარიშში სერვისის მიწოდების თვითღირებულებად არის აღნიშნული.

ამას გარდა, კომპანიამ ადმინისტრაციაზე 10.2 მილიონი ლარის გასცა, ხოლო მთლიანად საერთო და ადმინისტრაციულმა დანახარჯებმა 13.1 მილიონი შეადგინა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, გასულ წელს კომპანიამ 3.5 მილიონის წმინდა მოგება მიიღო.