მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი თავისუფალი საწოლი აქვს ქვეყანას კოვიდის მართვისთვის - ჯანდაცვის მინისტრი

5fb2600024c61
ვიქტორია მღებრიშვილი
16.11.20 15:23
970
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კოვიდის მართვის მიმართულებით 5 868 საწოლია მობილიზებული და ეს რიცხვი დღიურად 100-200 საწოლით იზრდება. როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეისათვის საავადმყოფოებში 227 თავისუფალი საწოლია.

„დღევანდელი საწოლფონდი არის 5 868, აქედან დღეს საავადმყოფოებში წევს 5 319 პაციენტი, ტრიაჟში იმყოფება 257, ხოლო თავისუფალი ადგილები რაოდენობა 227-ია. დღის ბოლომდე კიდევ ვამატებთ საწოლფონდს და იქნება 5 952.

ყოველდღიურ რეჟიმში 100-დან 200-მდე საწოლის მობილიზაცია ხდება კოვიდის მიზნებისთვის, შესაბამისად, დღეს საღამოს ველოდებით, რომ გაწერებთან ერთად, დაახლოებით, 800-დან 1000 საწოლამდე იქნება მზად“, - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციითვე, ყოველდღიურად 800 პაციენტამდე იწერება, ხოლო მიღებისა და ჰოსპიტალიზაციის კოეფიციენტი მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს.