მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენს გადაუხდის სახელმწიფო კომპანია Wizz air-ს საქართველოში ოპერირებისთვის?

648abac8e83db
მარიამ ვარადაშვილი
15.06.23 13:40
4240
მთავრობამ აეროპორტების გაერთიანებისთვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის წესში ცვლილება დაამტკიცა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ცვლილებით, განისაზღვრა Wizz air-ისთვის გადასახდელი თანხა, რაც თითოეული ბაზირებული ხომალდისთვის სამი წლის განმავლობაში, არაუმეტეს 4 მლნ ევროს გადახდას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უნგრულ ბიუჯეტურ ავიაკომპანიას ქუთაისის აეროპორტში 3 ბაზირებული ხომალდი ჰყავს და მეოთხე ხომალდის დამატება წლის ბოლოსთვის აქვს დააანონსებული. შესაბამისად, ამ დათქმებით, სამი წლის განმავლობაში კომპანია აეროპორტების გაერთიანებისგან არაუმეტეს 4 მლნ ევროს მიიღებს, დღგ-ის გარეშე, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის შესაბამისად.

წინა დადგენილებით ამ თანხის მოცულობა 5 მლნ ევრო იყო. იმისთვის, რომ ავიაკომპანიამ ეს თანხა მიიღოს, ჯამში, სულ მცირე, 150 ათასი გამფრენი მგზავრი უნდა ჰყავდეს შესაბამისი ბაზირებული ხომალდით. 

ამას გარდა, დადგენილებაში ასევე წერია, რომ სულ მცირე ერთი ახალი მიმართულების დამატება, რომელიც რეგულარულად არ შესრულებულა შესაბამის აეროპორტში ბოლო 6 თვის განმავლობაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები