მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს აგრესიული ტესტირება და როდის ჩამოვა საქართველოში ახალი ტესტები? - მინისტრის განმარტება

5e71de2776dd9
ინგა მურუსიძე
18.03.20 12:30
4592
როცა შევხედავთ, რომ ქვეყანაში ადამიანები ინფიცირდებიან უკონტროლოდ, ამ შემთხვევაში განხორციელდება ტესტირებების ჩატარება მასობრივად, - ასე განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თავისი განცხადება იმის შესახებ, რომ ქვეყანა უფრო აგრესიულ ტესტირებებს იწყებს.

მინისტრის თქმით, მზადდება კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც განხორციელდება მასობრივი ტესტირებები. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პროცესში ოჯახის ექიმებიც ჩაერთვებიან.

„ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებს და ეფექტურ გზებს ვიზიარებთ. კორეა არის ის მაგალითი, რომელმაც აგრესიული ტესტირებით შეძლო ყველა ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მისი ეფექტური მენეჯმენტი. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები როგორც კორეასთან, ასევე ჩინეთთან სახელმწიფო დონეზე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და გვაქვს დამაიმედებელი პასუხები, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება კონკრეტულ რაოდენობებზე საუბარი. ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ტვირთის ჩამოტანას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში, ანუ, როცა მოსახლეობაში დავაფიქსირებთ უკონტროლო ზრდას, ჩვენ გვექნება იმის რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასიური ტესტირება. აგრესიული ტესტირება გულისხმობს ყველა იმ კლასტერის მოცვას და უფრო მეტად იმის ცოდნას, თუ რომელ ჯგუფში არის მეტად მოცული კორონავირუსი. მაგსვსი ტესტირებები მიმდინარეობს გრიპის ვირუსზე და მიღებული პრაქტიკაა იმის დასადგენად, არის თუ არა ქვეყანაში ეპიდემია. ისეთი პაციენტები, ვისაც ექნება მსუბუქად გამოვლენილი ფორმები, ისინი სახლში მიიღებენ ოჯახის ექიმის მომსახურეობას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.