მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს უმუშევრობის დონის 10,9%-იანი მაჩვენებელი - საქსტატი

5e50354748441
ინგა მურუსიძე
21.02.20 23:30
1026
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე 10,9%-ია, ხოლო უმუშევრობის ჯამური მაჩვენებელი წლიურად 11,6%-ია.

როგორც მან „ანალიტიკის“ ეთერში განმარტა, სტატისტიკური მონაცემებით გამოვლინდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა და გაიზარდა მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ.

„აუცილებელია ხაზი გავუსვათ უმუშევრობის კატეგორიას, ანუ გასული კვირის განმავლობაში არ მუშაობდა ერთი კვირითაც კი, ეძებდა სამუშაოს გასული თვის განმავლობაში და იმავდროულად, მზად იყო მუშაობისთვის მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ასეთი კატეგორიის ადამიანების წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში გახლავთ სწორედ 10,9%, რომელიც ქმნის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონეს.. შემცირების მიზეზები არის ორი მიმართულება, შემცირებულია უმუშევართა რაოდენობა და გარდა ამისა, გამოვლინდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა და გაიზარდა მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ. ზოგადად, ტენდენცია არის გაუმჯობესებისკენ, თუმცა აუცილებელია სწორი განმარტება მოხდეს როგორც უმუშევრის, ასევე თვითდასაქმებულების“, - განაცხადა თოდრაძემ.

მისივე ინფორმაციით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა დღეის მდგომარეობით არის 1 მლნ 900 ათასი, რომელიც აერთიანებს დასაქმებულებს და უმუშევრებს.

„დასაქმებულებში ჩვენ ვთვლით თვითდასაქმებულებს, რომლებიც მუშაობენ სოფლად, ხოლო ის მილიონ 100 ათასი ადამიანი, წარმოდგენილი პენსიონერების, სტუდენტების, დიასახლისების, სტუდენტების სახით, ქმნიან ამ კატეგორიას“, - განმარტა თოდრაძემ.