მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ჩამოერთვა ილიაუნის აბასთუმნის ობსერვატორია? - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

5d95ac403537d
ელენე გოგბერაშვილი
03.10.19 12:20
2710
მთავრობის 475-ე დადგენილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის სტრუქტურაში შემავალი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული-ასტროფიზიკური ობსერვატორია გამოეყოფა და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდება.

ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლს განათლების სამინისტრო განახორციელებს.

პრემიერ მინისტრის ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ილიაუნის 2019 წლის 24 ნოემბერს გამოეყოფა.

აბასთუმნის ობსერვატორია სახელმწიფო ბალანსზეა და ის ილიაუნის სარგებლობაში 2007 წლიდან იყო.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ცვლილებების მიზანი აღნიშნული სამეცნიერო კერის გაძლიერებაა.

„მცირე მთავრობის კონცეფცია არის მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ აქაც არსებობს გამონაკლისები. ჩვენი აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, უნიკალური არამარტო საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ - ზოგადად მსოფლიოში.

სულ რამდენიმე არის ასეთი უნიკალური და დიდი ისტორიის მქონე სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი. მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტის ზრუნვის საგანი არის განათლება და მეცნიერება მათ შორის, აქედან გამომდინარე ეს ის შემთხვევაა, როდესაც კიდევ უფრო მეტად აქცენტირებულია, რომ გავაძლიეროთ ეს სამეცნიერო კერა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.