მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გამოირთო "ენგურჰესი"? - განმარტება

60c749fb3f3a3
ინგა მურუსიძე
14.06.21 16:59
8729
დღეს, 14:00 საათისთვის დედაქალაქსა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთის განმავლობაში შეეზღუდა. როგორც მოგვიანებით  „სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ განმარტა, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”.

Bm.ge დაუკავშირდა „ენგურჰესის“ დირექტორ ლევან მებონიას დაუკავშირდა, რომელმაც "ენგურჰესის" გამორთვის მიზეზები განმარტა.

„ენგურჰესი“ საქართველოს ელექტროსისტემას უკავშირდება ორი ხაზით. ერთი არის 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც მოდის ზესტაფონში და მეორე - 220 კვ-იანი ხაზი. რაც შეეხება დღევანდელ ავარიას, „იმერეთის“ 500 კვ-იან ხაზზე იყო ძალიან დიდი დატვირთვა და როცა გამოირთო ავარიულად, ავტომატურად გამოირთო „ენგურჰესის“ აგრეგატებიც, რადგან შეუძლებელია ამხელა სიმძლავრის კომპენსირება.

ცოტა ხნის შემდეგ ერთი აგრეგატი შევაერთეთ და 220 კვ-ით შევედით ქსელში, ხოლო ცოტა ხნის წინ ჩაირთო 500 კვ-იანი ხაზიც, რომელზეც ყველა აგრეგატი მივაერთეთ და ყველა მუშაობს. ამ შემთხვევაში "ენგურჰესი" არაფერ შუაშია, ხუთივე აგრეგატი შეუფერხებლად მუშაობს“, - განმარტა ლევან მებონიამ.

ცნობისთვის: 500 კვ ეგხ „იმერეთი“ შიდა სასისტემო ელექტროგადამცემი ხაზია და ის მონაწილეობს ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფაში. ხაზი ექსპლუატაციაში შევიდა 1978 წელს და ერთმანეთთან” აკავშირებს ენგურჰესს და ქ/ს “ზესტაფონი-500”-ს. ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე 128 კმ-ია და მოიცავს 388 ანძას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები