საქართველოს მთავრობამ 2020 წელს 594 მილიონი ლარი კომერციულ ბანკებში სადეპოზიტო ანგარიშებზე განათავსა. სწორედ ამ ფაქტის შესახებ დაუსვა დღეს პარტია “გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს კითხვა.
რაქვიაშვილის განცხადებით, კრიზისულ პერიოდში ბიუჯეტიდან ბანკებში დეპოზიტზე 600 მილიონი ლარის განთავსება საფინანსო სექტორის პირდაპირ სუბსიდირებას წარმოადგენს.
“2020 წელს, როდესაც ბიუჯეტში უზარმაზარი დეფიციტი გვქონდა, ფინანსთა სამინისტრომ დაასუბსიდირა კომერციული ბანკები დაახლოებით 600 მილიონით განათავსა იქ გრძელვადიანი ანაბარი. რამდენად სამართლიანია, როდესაც ფინანსთა სამინისტრო კრიზისულ პერიოდში ასუბსიდირებს საბანკო სექტორს, რომელმაც გასული წელი მოგებით დაასრულა და ბანკებს ასობით მილიონის მოგება დარჩათ, რაც ნიშნავს რომ მათთან არანაირი კრიტიკული სიტუაცია არ იყო. ბანკების სუბსიდირება ეროვნული ბანკის პრეროგატივაა და როგორც გიორგი კაკაურიძემ კომიტეტზე თქვა, რომ დეპოზიტზე თანხის განთავსება იმიტომ იყო გაკეთებული, რომ ეროვნულ ბანკს მსგავსი გრძელვადიანი ინსტრუმენტები არ გააჩნია. გამოდის, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი მიზნების მისაღწევად გამოიყენა ფინანსთა სამინისტრო. ხომ არ მიიჩნევთ, რომ ბანკებში დეპოზიტზე 600 მილიონის განთავსებით სამინისტრო აკეთებს იმას რასაც არ უნდა აკეთებდეს?”- მიმართა რაქვიაშვილმა ლაშა ხუციშვილს.
მთავრობამ კომერციული ბანკების ანგარიშებზე 594 მილიონი ლარი პრემიერ-მინისტრის მიერ 2020 წლის 22 მაისს მიღებული #845–ე განკარგულების თანახმად განათავსა. ამ გადაწყვეტილების მიზეზს კრიზისულ პერიოდში საბანკო სისტემისთვის “გრძელი ლარის” რესურსის მიცემა წარმოადგენდა.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, თანხის წყარო სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვებიდან მიღებული სახსრები იყო. შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ ჯერ ვალი აიღო, ხოლო შემდგომში ეს ვალი რამდენიმეწლიან დეპოზიტზე განათავსა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი