პარლამენტში დღეს აზარტული თამაშების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აზარტული თამაშები იკრძალება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ცვლილება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ წარადგინა. მისი განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს არ გააჩნია საკმარისი გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა, რათა საკრუიზო გემებზე აზარტული თამაშები გააკონტროლოს. ამიტომაც, მთავრობამ გადაწყვიტა ამ მიმართულებით საქმიანობა საერთოდ აკრძალოს.
მიხეილ დუნდუას განმარტებით, მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანას აქვს ტერიტორიულ წყლებში აზარტული თამაშები დაშვებული, ხოლო ევროპაში მსგავსი პრაქტიკა თითქმის არ ფიქსირდება.
“გემზე ორგანიზების შემთხვევაში, არსებობს Moneywall-ის რეკომენდაცია, რომ ეს ან უნდა ლიცენზირებადი გამხდარიყო და ჩვენ უნდა გაგვეკონტროლებინა, რისი გამოცდილებაც და საშუალებებიც დღეს არ გაგვაჩნია და მსოფლიოში ცოტა ქვეყანაა, რომლებსაც ასეთი ნებართვების პრაქტიკა აქვს. აშშ და კიდევ სამი ქვეყანა შეიძლება იყოს. ევროპაში ასეთი პრაქტიკა თითქმის არ არის. ეს სფერო რეგულირების გარეთ ექცეოდა, ანუ არც აკრძალული არ იყო, არც ნებადართული. შესაბამისად, ან უნდა ნებართვა გაგვეცა მათთვის, ან უნდა აგვეკრძალა. შევხდით ამ საკითხზე ბიზნესს. მათ ინტერესი არ აქვთ ზღვაზე ასეთი თამაშობების მოწყობის. რატომ გვიხარია ეს სფერო, იმიტომ კი არა რომ ადგილობრივმა დახარჯოს ფული, არამედ იმიტომ, რომ ტურისტი ჩამოვიდეს და ითამაშოს, დარჩეს, დაისვენოს. მაგრამ თუკი გემზე ავიდა და იქ დახარჯა ფული, ეს მომსახურების იმპორტი იქნება და არა ექსპორტი. ჩვენ სათამაშო სფეროზე გვაქვს მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული ინტერესი. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენ ვარჩიეთ აკრძალულიყო.
აკრძალულის გაკონტროლება უფრო მარტივია, რომ ნახო რომ დახურულია დარბაზი, ვიდრე დავაწესოთ და ვამოწმოთ ხოლმე ტრანზაქციების მიხედვით და მერე ვინმემ მართლა რომ გაათეთროს საქართველოს წყლებში საკრუიზო გემზე ფული, მერე საქართველოს არ დაბრალდეს ეს თემა, მითუმეტეს როდესაც გამოცდილება არ გვაქვს,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, აზარტული თამაშების შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებები Moneywall-ის პირობების მიხედვით შედის და ეს საკითხი ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მონიჭებასთანაც არის დაკავშირებული.
“საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებების/შემდგომი ნაბიჯების დოკუმენტის 49-ე და 50-ე საკითხების მიხედვით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც აწესებს ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე, ადგენს სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს, სანებართვო პირობებს და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობების და წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე. ასევე, კანონპროექტის მიხედვით იკრძალება საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიული ზღვაში ყველა სახის მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა,”- ნათქვამია ინიციატივის განმარტებით ბარათში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი