მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მცირდება რუსეთის მოსახლეობა?

5da955ac9f043
მიხეილ ხაჩიძე
18.10.19 19:30
2940

2019 წლის იანვრიდან აგვისტომდე, რუსეთის მოსახლეობა 52,500 ადამიანით შემცირდა. მონაცემებს რუსეთის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს. "როსტატის" ცნობით, აღნიშნულის მიზეზი მოსახლეობის რაოდენობის ბუნებრივი შემცირება და მიგრაციაა.

უკანასკნელ რვა თვეში რუსეთში  994.300 ადამიანი დაიბადა, გასული წლის იმავე პერიოდში კი 1.078.100 ფიქსირდებოდა. დაღუპულთა მაჩვენებელმა კი 1,213,500  შეადგინა.

მიგრაციის ზრდამაც რეკორდულ რიცხვებს მიაღწია, რუსეთი 166,700 ადამიანმა დატოვა. გასული წელს კი მაჩვენებელი 84,400 ადამიანი იყო.