მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მყარდება ლარი? – ლევან ვეფხვაძის განმარტება

61f80be7bc628
სალომე ჭიპაშვილი
31.01.22 21:30
19499
ლარს სამი ფაქტორი ასტაბილურებს: რეფინანსირების განაკვეთი, რეკორდული ფულადი გზავნილები და მაკროეკონომიკური ფაქტორები - სწორედ ამ მიმართულებებს გაუსვა ხაზი bm.ge-სთან საუბარში „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

„ლარის სტაბილურობის ძირითადი ფაქტორი, ეს არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რომლებიც ლარშია, რაც ქმნის ლარში დეპოზიტების მოზიდვის შესაძლებლობას, მათ შორის უცხოელი ინვესტორებისგან. მეორე ეს არის დოლარში შემოდინებები, რომლებიც რეკორდულია, 2021 წელს ფულადი გზავნილები 2,35 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და დეკემბერში რეკორდულ ნიშნულს - 229 მლნ აშშ დოლარს მიაღწია და ეს ქმნის დამატებით ფაქტორს იმისთვის, რომ ლარზე მაღალი იყოს მოთხოვნა და მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ლარის საკმაოდ სტაბილურ და მყარ პოზიციებზე მიგვითითებს, მიუხედავად მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობისა“, - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

შეგახსენებთ, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.05 ლარია - ბოლო ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.16 თეთრით გამყარდა. ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის ივლისში იყო. აღსანიშნია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარს, ძირითადად, გამყარების ტენდენცია აქვს.