მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გამყარება მთლიანად ვერ ანეიტრალებს ძლიერ გარე შოკს, მაგრამ სერიოზულად ამცირებს | ნათია თურნავა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას თქმით, რომ არა ლარის გამყარება, საწვავის გაძვირებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი უფრო მაღალი იქნებოდა. მან ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ნათია თურნავამ უპასუხა კითხვას, რატომ არ აისახება ლარის კურსი სტაბილურობა ფასების სტაბილურობაზე და აღნიშნა, რომ კურსის გამყარება მთლიანად ვერ ანეიტრალებს ძლიერ გარე შოკს, მაგრამ სერიოზულად ამცირებს მას

"მინდა გითხრათ, რომ [ლარის გამყარება ინფლაციაზე] აისახება იმ დოზით, რა დოზითაც შესაძლებელია. ჩვენი რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი ამ წლის განმავლობაში თითქმის 4%-ით გამყარდა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ვიდრე ესოდენ არ გაძლიერდა ეს საგარეო ფაქტორები, თუნდაც იმპორტული ფასებიდან მომდინარე ინფლაცია იყო ნულთან ახლოს ან იყო პერიოდი, როცა უარყოფითიც კი იყო - ანუ დეზინფლაციური იყო მისი მოქმედება და აქ მათ შორის კურსის გამყარებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის და ბენზინის გაზრდილი ფასებს იმპორტულ ინფლაციაში ძალიან დიდი წვლილი აქვს, რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი გაიზარდა. რომ არა ლარის გამყარება და ლარის სტაბილურობა, ეს წნეხი უფრო დიდი იქნებოდა. ანუ რა თქმა უნდა, ლარის გამყარება ვერ უსწრებს და ვერ ანეიტრალებს მთლიანად ასეთი ძლიერი გარე შოკის მოქმედებას, მაგრამ სერიოზულად ამცირებს მას", - განმარტავს ნათია თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები