მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა ინფლაციური პროცესების სწორად წარმართვისთვის ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ინფლაციური პროცესების სწორად მართვისა და ეფექტიანი პოლიტიკისთვის, სებ-ის პრეზიდენტს ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვისარგებლებ შემთხვევით და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გადავუხდი მადლობას ძალიან წარმატებული, ეფექტიანი პოლიტიკისთვის, ინფლაციური პროცესების სწორად წარმართვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ იყო სერიოზული გლობალური გამოწვევები, ჩვენ მოვახერხეთ ამ კუთხით სტაბილურობის უზრუნველყოფა. ლარის კურსი არის სტაბილური, მყარი და ყველა მიმართულებით ეროვნული ბანკი მუშაობს წარმატებით, ვავსებთ ძალიან დიდი მოცულობით სავალუტო რეზერვებს, 8 მილიარდს გადააჭარბა სავალუტო რეზერვების მოცულობამ. ეს ყველაფერი არის ეროვნული ბანკის და მისი პრეზიდენტის დამსახურება და მადლობა მას ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები