მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შემცირდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევების თანხობრივი მოცულობა? - ირაკლი კოვზანაძე

60ca3e87d2ce0
თელარა გელანტია
16.06.21 14:49
612
„რატომ შემცირდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევების თანხობრივი მოცულობა?“ - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ირაკლი მექვაბიშვილს კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის აუდიტის ანგარიშს ისმენენ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, 2020 წელის საქმიანობის შედეგად 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი და მან შეადგინა 89% (თანხობრივად 13.8 მლრდ ლარზე მეტი), რაც კარგია, მაგრამ ამავდროულად წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად, თითქმის 2-ჯერ, 35 მლნ ლარამდე (2019 წ. 68 მლნ ლარი; 2018 წ. 66 მლნ ლარი) შემცირდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამური მოცულობა.

ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა, თუ რამ გამოიწვია გამოვლენილი დარღვევების თანხობრივი მოცულობის შემცირება.

„იმით, რომ ორგანიზაციები უკეთ და უფრო ეფექტიანად მუშაობენ, გადაცდომებმა იკლო, თუ იკლო აუდიტორების კვალიფიკაციამ, მონდომებამ და შემართებამ? - ჰკითხა ირაკლი კოვზანაძემ გენერალურ აუდიტორს.

ამ წუთებში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ.