მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ტარდება „თბილისობა 2022“ გამარტივებული შესყიდვით?

63107fe382377
ვიქტორია მღებრიშვილი
01.09.22 14:20
2641
თბილისის მერია 2022 წლის თბილისობის ღონისძიებებზე გამარტივებული წესით 3 მილიონ ლარს დახარჯავს. 1-2 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების გამარტივებული შესყიდვის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა და განაცხადა, რომ „როდესაც საუბარია კონცერტებსა და შემოქმედებით ღონისძიებებზე, მასზე წინასწარ ტენდერის გამოცხადება შეუძლებელია“.

თბილისის მერის განმარტება მისმა მოადგილე ანდრია ბასილაიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განავრცო და თქვა, რომ ისეთი ღონისძიებების ჩასატარებლად, როგორიც ახალი წელი და თბილისობაა, ტენდერი ვერ გამოცხადდება.

„თბილისის მერია ორ დიდ სახალხო ზეიმის - ახალი წლის და თბილისობის ჩატარებას უზრუნველყოფს, რომელიც გამარტივებული შესყიდვის წესით ტარდება, ვინაიდან ამ შემთხვევაში საუბარია შემოქმედებით პროცესზე. როდესაც საუბარია ინსტალაციების შეძენაზე, ეს არა პროდუქტი, არამედ კრეატიული პროცესია. ჩვენ შიდა ფასთა კვლევას ვატარებთ და ხდება დაკონტრაქტება. ჯამში ათობით კონტრაქტორი გვეყოლება და საორგანიზაციო ნაწილში ასობით ადამიანი, კულტურულ ნაწილში დაახლოებით ასზე მეტი ადამიანი იქნება ჩართული.

ჩვენ ვატარებთ შიდა მოკვლევას და ველოდებით იდეებს კომპანიებისგან, რომელთა შერჩევა ხდება. წელს თბილისობის ერთადერთი განმასხვავებელი იქნება ის, რომ ზეიმი უფრო მასშტაბური იქნება, რაც უფრო დიდ ბიუჯეტს მოითხოვს“, - განმარტა ბასილაიამ.