მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უქმდება ხშირად WizzAir-ის ფრენები? - ავიაკომპანიის განმარტება

62a03e25d7f8e
მარიამ ადამია
09.06.22 00:16
1502
რატომ უქმდება ხშირად WizzAir-ის ფრენები? - BMG-იმ ეს კითხვა ჟაჟა ტრუბეკს - WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელს დაუსვა, რომელიც ამბობს, რომ გაუქმებული ფრენის უკან ბევრი მიზეზია დგას. მათ შორის ერთ-ერთი ტექნიკური გაუმართავობაა.

„ხშირად თვითმფრინავი, უსაფრთხოების კუთხით, გარკვეულ სერვისს საჭიროებს, რაც დროში იწელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სექტორში კადრების დეფიციტია. ამიტომაც დროულად არ გვარდება ეს პრობლემები. ხშირად გამოწვევები გვაქვს მომსახურების კუთხითაც. მაგალითად გლობალურად, საავიაციო სექტორში საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებელის დეფიციტია, რადგან ადამიანების უმეტესობამ პანდემიის დროს სამსახურები დატოვ. შესაბამისად მომატებული ტრაფიკის გამო, შესაძლოა ავიაკომპანია, ამ შემთხვევაში WizzAir მზად იყოს გასაფრენად, მაგრამ ფრენა მაინც ვერ შესრულდეს, რადგან საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლის გარეშე ფრენის შესრულება შესაძლოა უსაფრთხოდ არ ჩაითვალოს,” – აცხადებს ჟაჟა ტრუბეკი.

WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ საავიაციო სექტორს კვალიფიციური კადრები გადაზიდვების მიმართულებითაც აკლია, შესაბამისად აეროპორტებსაც აქვთ პრობლემა და ხშირად თვითმფრინავებს არ ეძლევათ რეისის შესრულების საშუალება. „ეს ყველაფერი იწვევს დაგეგმილი ფრენის გადადებას, ან სრულად გაუქმებას, რაც არც ჩვენთვისაა მარტივი და ამისგან არცერთი ავიაკომპანია არაა დაზღვეული. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ გამოსავალი,“ - ამბობს ტრუბეკი.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ავიაკომპანია მგზავრებს გაუქმებული ფრენების გამო თანხას დაახლოებით 30 დღეში დაუბრუნებს.

„ჩვენ ევროკავშირის წესებით და რეგულაციებით ვოპერირებთ, შესაბამისად თანხის ანაზღაურებაც სწორედ ამ რეგულაციის ფარგლებში მოხდება, რაც დაახლოებით და თან მაქსიმუმ, 30 დღეს გულისხმობს და ყველა მგზავრის უფლება შესაბამისად იქნება დაცული. ძალიან ვწუხვართ შექმნილი დისკომფორტის გამო,“ - აღნიშნა WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები