ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია „ეფკო“ მიმდინარე წელს პროდუქციის ექსპორტს ევროპაში გეგმავდა, თუმცა პანდემიით შექმნილი მდგომარეობის და გამოწვევების გამო ექსპორტი შეჩერდა.
„ეფკოს“ წარმომადგენელი რატი მორჩილაძე BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, რომ კომპანიას 60 ტონა მოცვი გერმანიაში, ჰოლანდიასა და დიდ ბრიტანეთში უნდა გაეტანა, თუმცა შესაბამისი სერტიფიკატების არქონის გამო გეგმები შეიცვალა და ლურჯი მოცვი სრულად რუსეთში გაიყიდა.
„წელს ევროპის ბაზარზე გასვლაში პრობლემა შეგვექმნა. COVID-19-ის გავლენით ქვეყნებს შორის გადაადგილების გართულებამ პროდუქტის ხარისხის სერტიფიკატების მიღება გაართულა, კონკრეტულად კი იმისთვის, რომ ევროკავშირში ექსპორტირებისთვის საჭირო სერტიფიკატები აგვეღო, შესაბამისი აუდიტის სამსახური ვერ ჩამოვიდა. სეზონის გასვლის შემდეგ მოვახერხეთ და ონლაინ აუდიტი გავიარეთ, თუმცა დაგვიანებით და, შესაბამისად, წელს ევროკავშირის ქვეყნებში ვერ გავიტანეთ“, - ამბობს რატი მორჩილაძე.
მისი თქმით, მოთხოვნა საექსპორტო ბაზრებზე წელს განსაკუთრებით გაზრდილია და მომავალი წლიდან ამ მაჩვენებლის ზრდა ორნიშნა იქნება. რატი მორჩილაძე აღნიშნავს, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია კომპანიის სტრატეგიის მთავარი ნაწილია, რათა ერთ ბაზარზე არ იყვნენ დამოკიდებულები.
„მომავალი წლიდან აუცილებლად გავალთ ექსპორტზე ევროკავშირისა და გალფის ქვეყნებში, რომელიც ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულ ბაზარს წარმოადგენს და წელს ამ ბაზარის ათვისებაც პანდემიამ შეაფერხა“, - აღნიშნა რატი მორჩილაძემ.
საექსპორტო ბაზრების ათვისებისთვის და წარმადობის გაზრდისთვის კომპანიას განვითარების 5-წლიანი გეგმა აქვს და გეგმავს, 9 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.
„ეფკოს“ ლურჯი მოცვის პლანტაციები ოზურგეთის სოფელ დაბა ლაითურში 32 ჰა-ზე აქვს გაშენებული, წლის ბოლომდე კომპანია განვითარებისთვის 0.5 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებს.
„წელს 0.5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება - 4 ჰა-ს პლანტაციები, შეფუთვა-დახარისხების და სწრაფი გაგრილების სისტემების მოწყობაზე. "დანერგე მომავალის" ფარგლებში ვიღებთ, დაახლოებით, 50 000 ლარს, რასაც ნერგების შესყიდვაზე გამოვიყენებთ. ასევე, შეტანილი გვაქვს განაცხადი USAID-ის საგრანტო პროგრამაზე 75 000 დოლარის გრანტის მოსაპოვებლად, რათა შეფუთვა-დახარისხების დანადგარის შესყიდვა მოვახერხოთ“, - უთხრა BM.GE-ის „ეფკოს“ წარმომადგენელმა.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა