მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ექსპორტის დივერსიფიკაცია მთავარ სტრატეგიად გამოაცხადა

სომხეთის არჩევნები

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ქვეყნის უმთავრეს ეკონომიკურ სტრატეგიად გამოაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში არსებული ყველა პრობლემის მოგვარების შემთხვევაშიც კი არჩეული ეკონომიკური კურსი არ უნდა შეიცვალოს.

საყურადღებო ფაქტია, რომ ფაშინიანის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ევროკავშირის საბჭომ სომხური ექსპორტის თითქმის 80%-ისთვის ევროპული ბაზრის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება ოფიციალურად დაამტკიცა.

მიღებული შეთანხმების თანახმად, სომხეთიდან ექსპორტირებული საქონლის დაახლოებით 80% ევროკავშირის ერთიან ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები