მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე იქნება დამოკიდებული საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება? - ირაკლი კობახიძე

5e945a1f08b56
ინგა მურუსიძე
13.04.20 16:36
832
„გრძელდება ყოველდღიური კონსულტაციები თითოეულ იმ თემასთან და საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ეპიდემიის გავცელებას და ამ ყოველდღიურ რეჟიმში მიღეებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 22 აპრილამდე, შესაბამისად, კიდევ ერთი კვირაა იმისათვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. 

ირაკლი კობახიძის თქმით, მომდევნო ორი კვირაში გამოიკვეთება თუ როგორ განვითარდება პროცესები ეპიდემიის გავრცელების კუთხით და მოსახლეობამ სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და გადაწყვეტილებაც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თაობაზე შექმნილი მდგომარეობის საფუძველზე იქნება მიღებული.

„ეს უნდა იყოს ჩვენი გადაწყვეტილებების ამომავალი წერტილი, მათ შორის, ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებითაც. ამასაც აქვს თავის სამართლებრივი პროცედურა, როგორც წესი, ჯერ გამოიცემა პრეზიდენტის შესაბამისი აქტი და ამის შემდეგ პოსტ-ფაქტუმ ამტკიცებს მას პარლამენტი. სავარაუდოდ, უფრო რეალურია, რომ მომდევნო კვირაში დამტკიცდეს პრეზიდენტის შესაბამისი აქტი, თუ გადაწყდება, საგანგებო მდგომარეობის გაგრელება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.