დეპუტატ დავით სერგეენკოს მიერ 32 სხდომიდან 25 სხდომა გაცდენილია არასაპატიო მიზეზით, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა სხდომაზე განაცხადა.
საქმე ის არის, რომ დღეს კომიტეტმა მხარი დაუწირა დადგენილებას, რომლის თანახმად, არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
დადგენილება, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა, განსახილველად სესიაზე გაიგზავნება.
შეუწყდება თუ არა სერგეენკოს უფლებამოსილება, ამაზე მასთან კონსულტაციების შემდეგ ვიმსჯელებთ - კობახიძე