მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეაბილიტირებული ქუთაისის აეროპორტის გახსნა გადაიდო

63565aa029bcf
მარიამ ვარადაშვილი
24.10.22 13:25
8407

ქუთაისის აეროპორტის გახსნა 31 ოქტომბრამდე გადაიდო. ამის მიზეზად აეროპორტების გაერთიანება  მეტეოროლოგიური პირობებს ასახელებს. 

“არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და ფრენების მიღება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 31 ოქტომბრიდან განახლდება”,-უთხრეს BMG-ის აეროპორტების გაერთიანებაში. 

უწყების ცნობითვე, რეაბილიტაციის დასრულებამდე ყველა რეისი თბილისის აეროპორტიდან შესრულდება.

10 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო დროებით დაიხურა. ქუთაისიდან შესასრულებელი ფრენები თბილისის აეროპორტიდან ხორციელდება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები