მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონის რომელ ქვეყნებშია საწვავი ყველაზე იაფი და რატომ - იმპორტიორთა კავშირის განმარტება

619b585d4c8b4
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.21 00:00
1216
ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში საწვავის ფასების შედარებით მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, რეგიონში ყველაზე დაბალი ფასი საწვავზე რუსეთსა და აზერბაიჯანშია.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ ეს კონკრეტული ქვეყნები ნავთობმწარმოებლები არიან და დაბალი ფასებიც აქედან გამომდინარეობს.

მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი - 0.51 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0.82 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0.97 ევროს; დიზელის საწვავი - 0.41ევროს;

რუსეთში - A-92 მარკის ბენზინი - 0.57 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0.61 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0.71 ევრო, დიზელის საწვავი - 0.63 ევროს.

საქართველოში - A-92 მარკის ბენზინი - 0.84 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0.88 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0.91 ევრო, დიზელის საწვავი - 0.84 ევროს; 

სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 0.92 ევროს, A-95 მარკის ბენზინი 0.97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი -1.04 ევროს , დიზელის საწვავი - 0.91 ევროს;

მოლდოვაში - A-92 მარკის ბენზინი - 1.04 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 1.06 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.12 ევროს, დიზელის საწვავი - 0.92 ევროს.

უკრაინაში - A-92 მარკის ბენზინი - 1.02 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1.06 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1. 13 ევროს, დიზელის საწვავი - 1.02 ევროს;

„აღნიშნული ქვეყნებიდან ჩვენთან შედარებით დაბალი ფასი საწვავზე მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციაშია და ეს ლოგიკურიცაა, რადგან აღნიშნული ქვეყნები მსოფლიოში მნიშვნელოვან ნავთობმომპოვებელ და ნავთობგადამამუშავებელ ქვეყნებს წარმოადგენს. შესაბამისად, ამ ქვეყნებში ფასები საქართველოსთან შედარებით ყოველთვის დაბალია, მაგრამ როდესაც ამ ქვეყნებიდან ხდება ნავთობპროდუქტების ექსპორტი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, აღნიშნული პროდუქტი საერთაშორისო ფასის მიხედვით S&P Global Platts-ის თანახმად იყიდება.

თუმცა უნდა დავაზუსტოთ, რომ აზერბაიჯანში სუპერი ტიპის საწვავის ფასი (0,97 ევრო/ლიტრზე) საქართველოს ფასებთან (0.91 ევრო/ლიტრზე) შედარებით ძვირია, ვინაიდან აზერბაიჯანი არ აწარმოებს აღნიშნული კატეგორიის პროდუქტს და ის ევროპის ქვეყნებიდანაა იმპორტირებული.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მსგავსად დიდ წილად დამოკიდებულნი არიან საწვავის იმპორტზე, მათთან შედარებით საქართველოში ყველა სახის საწვავი გაცილებით იაფია. მათ შორის ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში რეალიზებული პროდუქტის საშუალო ფასი სომხეთთან მიმართებით 1 ლიტრზე საშუალოდ 0.07 ევროთი ანუ 7.7%-ით იაფია. აქვე ისიც უნდა დავაზუსტოთ, რომ სომხეთში აქციზის გადასახადი გაცილებით დაბალია, ვიდრე საქართველოში. კერძოდ, ბენზინის შემთხვევაში, სომხეთში აქციზის გადასახადი 1 ტონაზე 40 ათას დრამს (დაახლოებით 208 ლარი) შეადგენს, ხოლო საქართველოში - 500 ლარს/ტონაზე. დიზელის საწვავის შემთხვევაში, სომხეთში აქციზის გადასახადი 1 ტონაზე 13 ათას დრამს (დაახლოებით 68 ლარი) შეადგენს, ხოლო საქართველოში ტონაზე 400 ლარს“, - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.