16.ივლისი .2020 17:17

რეგისტრაციის ვადების გახანგრძლივება წამლის ფასს 7-10%-ით გააძვირებს - ფარმაცევტთა ასოციაცია

views 449
უკან

ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძის შეფასებით, წამლის რეგისტრაციის ვადების 7 დღიდან 15 დღემდე გახანგრძლივება მედიკამენტების ღირებულებას 7-10%-ით გაზრდის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ფამაცევტული სექტორის გამოწვევებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც ლევან გოგიბერიძე განმარტავს, მედიკამენტევბის ფასების ზრდა არ იქნება ისეთი დიდი როგორც ეს შესაძლებელი იყო 30 დღის დადგენის შემთვევაში, თუმცა ამ პერიოდსაც ექნება გავლენა ფასებზე.

„მედიკამენტების რეგისტრაციის პროცესის გახანგრძლივება, ასევე ის პრობლემები, რომელსაც გამოიწვევს რეგისტრაციის პროცესის გახანგრძლივება, ბუნებრივია აისახება მედიკამენტების ფასებზე, არა იმ რაოდენობით და არა იმ პროცენტით, რომელიც თავიდან იყო დაგეგმილი და გათვლილი, თუმცა მაინც აისახება.

რაც არ უნდა ვთქვათ, რომ წამალი ბიზნესი არ არის, ჩვენ ვერ გავექცევით ამას და ეს სადღაც აისახება და წამლის ბიზნესი ამას თავისი ჯიბიდან გაიღებს. მარჟა სხვადასხვა მედიკამენტზე სხვადასხვაა, იმის მიხედვით, რომელ ჯგუფს განეკუთვნება, თუმცა საშუალოდ ალბათ 7-10%-ით მოხდება მედიკამენტების გაძვირება სავარაუდოდ“, - განაცხადა ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა.

ლევან გოგიბერიძე ასევე აღნიშნავს, რომ ამ პროცესმა შესაძლოა ბაზარზე გარკვეული მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვიოს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, რომელ მედიკამენტებზე შეიძლება შეიქმნას დეფიციტი. 

„ჩვენი გათვლებით, შესაძლებელია გარკვეულ მედიკამენტებზე, რომელიც საქართველოში შემოდიოდა, გარკვეული დეფიციტიც შეიქმნას. რომელ მედიკამენტებზე შეიძლება შეიქმნას დეფიციტი ვერ გეტყვით, რადგან ეს დამოკიდებულია იმპორტიორებზე. ეს იმპორტიორები ბაზრის ძალიან დიდ სეგმენტს მოიცავენ, ეს კომპანიაზეა დამოკიდებული რამდენად უღირთ ამა თუ იმ მედიკამენტის შემოტანა“, - განმარტა ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა.

ლევან გოგიბერიძის თქმით, მედიკამეტებზე ფასები ფასები პანდემიის პერიოდშიც გაიზარდა.

„პანდემიამ თავისი გავლენა იქონია ფარმაცევტულ ბაზარზე, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე როდესაც ტრანსპორტირება გაჩერებული იყო და იმპორტი შეფერხებული იყო. აქედან გამომდინარე ამან გამოიწვია გარკვეულწილად ფასების ზრდა, თუმცა დღეს ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით რაიმე პრობლემა არ არსებობს“, - აღნიშნა გოგიბერიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა