მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეჯეპ ტაიპ ერდოღანს კორონავირუსი დაუდასტურდა

61ff827b25b4c
თათია კაკიაშვილი
06.02.22 12:08
695
თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა აცხადებს, რომ ჯერჯერობით ვირუსის მძიმე სიმპტომები არ აღენიშნება. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, მე და ჩემი მეუღლე კოვიდდადებითები ვართ. საბედნიეროდ, ინფექციის მსუბუქი ვარიანტი „ომიკრონი“ შეგვხვდა და ჩვენს მსუბუქად გადაგვაქვს“, - წერს ერდოღანი Twitter-ზე.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დიპლომატიური ვიზიტით იმყოფებოდა ალბანეთში, სერბეთსა და უკრაინაში. არსებული ინფორმაციით, ერდოღანი სამუშაო შეხვედრებს, დისტანციურად გააგრძელებს.