მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რეკორდული” ზრდის მიუხედავად, 2019 წელთან შედარებით,ეკონომიკა წელს მხოლოდ 6.4%-ით გაიზარდა

61556cca52d05
შოთა ტყეშელაშვილი
30.09.21 11:51
709
ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წელს საქართველოში განსაკუთრებულად მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. მიმდინარე წლის აგვისტოში ზრდა 10.3% იყო, ხოლო 8 თვეში ჯამურად - 12%.

ასეთ მაღალ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ე.წ. “საბაზო ეფექტმა”. ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ წლევანდელი რეალური ეკონომიკური ზრდა დარდება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 2020 წლის პირველ 8 თვეში კი ქვეყანაში ზრდის ნაცვლად 5.6%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო. შარშან ეკონომიკური ვარდნის მიზეზი პანდემიური ეკონომიკური კრიზისი და მკაცრი ლოქდაუნი იყო, რომლის გამოც, ქვეყანაში გაიზარდა უმუშევრობა, 0-მდე შემცირდა საერთაშორისო ტურიზმი, ხოლო ბიზნესს საქმიანობა შეეზღუდა.

რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კალკულაციით გამოდის, რომ 2021 წლის პირველ 8 თვეში საქართველოს მშპ-ის ზომა 2019 წელთან შედარებით 6.4%-ით არის გაზრდილი.

შესაბამისად, ჩავარდნილი 2020 წლის გამოტოვებით გამოდის, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა 2019 წელთან შედარებით რეალურად 6.4%-ით გაიზარდა.

რეგიონში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები