ბათუმში, რესტორან „რეტროს“ მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ვარშანიძე ძალადობის, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული.
შეგახსენებთ, გუშინ, რესტორან "რეტროს" ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ რესტორნის მეპატრონე ერთ-ერთ მიმტანს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.