კომუნიკაციების კომისია "კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ჩამოთვლილია ის უფლება-მოსილებები, რომლებიც კომპანიაში დანიშნულ სპეციალურ მმართველს აქვს. "კავკასუსის" მშობელ კომპანიაში 49%-იანი წილის მფლობელის, "ნექსოლ ჰოლდინგის" შეფასებით, სპეციალური მმართველის დანიშვნა და მესაკუთრეებისთვის უფლებების შეზღუდვა კომპანიის ექსპროპრიაციის ტოლფასია.
"კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, სპეციალურ მმართველს უფლება აქვს, კომპანიაში დანიშნოს ან გაათავისუფლოს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და კომპანიის თანამშრომლები. მმართველი უფლებამოსილია ასევე, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში „კავკასუს ონლაინის“ მიერ განხორციელებული ქმედება, ან დადებული გარიგება და მისი ბათილობა მოითხოვოს, თუ აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.
სპეციალური მმართველი ასევე, უფლებამოსილია „კავკასუს ონლაინს“ შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, მოახდინოს ხელფასების ცვლილება. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიის მიერ ახალი იურიდიული პირის დაფუძნება ან/და ფილიალების შექმნა, შვილობილ საწარმოებში პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური მმართველის წინასწარი წერილობითი თანხმობით და მის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში", – აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიაში "კავკასუს ონლაინის" სპეციალურ მმართველად სახელმწიფოს კუთვნილი "ოუფენ ნეტის" დირექტორი მარიამ სულაბერიძე დაინიშნა. კომისიის გადაწყვეტილებით, მისი სახელფასო სარგო თვეში 8000 ლარი იქნება.
ცნობისთვის, საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ 20 აგვისტოს სხდომაზე "კავკასუს ონლაინს" კიდევ ერთი 270,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ერთი თვე მისცა, რათა შებრუნდეს გარიგება, რომლითაც კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი NEQSOL ჰოლდინგი გახდა. ამასთან, კომისიის გაფრთხილების თანახმად, თუკი ერთი თვის განმავლობაში შესაბამისი მოთხოვნა არ იქნებოდა შესრულებული, ჯარიმის ნაცვლად სხვა სახის სანქცია იქნებოდა განხილული. ვადა ამოიწურა და „კავკასუს ონლაინმა“ კომისიის მიერ დაკისრებული მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა