მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისთვის გადაუხადა Credit Suisse-მა ივანიშვილს $210 მილიონი? - ინტერვიუ ადვოკატთან

63ef8ae02aee5
შოთა ტყეშელაშვილი
17.02.23 18:33
1328
ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარული ბანკის, Credit Suisse-ის წინააღმდეგ დავაში სამი ქვეყნის - შვეიცარიის, სინგაპურისა და ბერმუდის სასამართლოში არის ჩართული. 2022 წელს ბერმუდის სასამართლომ მის სასარგებლოდ ბანკს 607 მილიონი დოლარის გადახდა დაავალდებულა. სინგაპურში მიმდინარე დავის საგანს კი 800 მილიონი დოლარი წარმოადგენს. თუმცა, როგორც ცნობილია Credit Suisse-მა ბერმუდის განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც საქმის განხილვა ამ დრომდე გრძელდება.

გუშინ Bloomberg-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი ჩაურიცხა. ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით BMG ბიძინა ივანიშვილის იურისტს, MKD Law-ის იურისტს, სანდრო სამადბეგიშვილს ესაუბრა.

მისი განმარტებით, $210 მილიონი დოლარის საკითხმა შესაძლოა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, რადგან მისი ჩარიცხვა რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა და ის არცერთ სამოქალაქო დავას არ უკავშირდებოდა.

სანდრო სამადბეგიშვილის თქმით, ეს თანხა დაკავშირებულია სისხლის სამართლებრივ საქმესთან, რომელზეც განაჩენი ჟენევის სასამართლომ 2018 წლის თებერვალში მიიღო. მისი განმარტებით, ბანკმა თანხების ჩარიცხვა 2019 წელს დაიწყო და 2022 წელს დაასრულა.

“რაც შეეხება 210 მილიონ დოლარს, ამან გაურკვევლობა გამოიწვია და გაჩნდა შეკითხვები. ეს არის აბსოლუტურად დაუკავშირებელი ნახსენებ დავებთან (სიგაპური; ბერმუდა; ჟენევა). ეს არის თანხა, რომლის გადახდაც ბანკს დააკისრა შვეიცარიის სისხლის სამართლის სასამართლომ. ეს იყო 2018 წლის თებერვალში მიღებული განაჩენი დააკისრა ბანკს, რომ გადაეხადა ეგრეთ წოდებული მოპარული ფული. რა არის მოპარული ფული? - ეს არის არა არასწორად განხორციელებული ინვესტიცია, ან კლიენტის ავტორიზაციის გარეშე ნაყიდი აქციები, არამედ პირდაპირ მისი ანგარიშიდან უხეშად აღებული ფული და სხვის ანგარიშებზე გადატანილი თანხა უნდა დაებრუნებინა კლიენტისთვის და ეს თქვა სასამართლომ ჯერ კიდევ 2018 წელს.

მოპარული ფულის დიდი ნაწილი უკვე გადაიხადა ბანკმა. ამის 25% ჯერ კიდევ 2019 წლის და კი ხედავთ, რომ წელიწადზე მეტი იყო ჩვენი მხრიდან მოცდის პერიოდი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან უკვე დიდი ხნის წინ გადახდილი თანხაა. ამას თანხას ბანკი 2019 წლიდან არ იხდიდა და მისი არგუმენტი იყო, რომ მას თითქოს ევალებოდა ამის გადახდა, მხოლოდ მაშინ თუ იმ მესამე პირებისგან, ვის ანგარიშებზეც მოხდა თანხის გადატანა, ის შეძლებდა ამ თანხის დაბრუნებას. მათ შორის იყო ის პირიც, ვინც დამნაშავე იყო და ვინც სასჯელი ნაწილობრივ მოიხადა. ის დღევანდელი მდგომარეობით ცოცხალი აღარ არის და მისგან თანხების ამოღება ვერ მოხდებოდა. დიდი ხნის განმავლობაში ვაკრიტიკებდით ამ ქმედებას, რომ ბანკს მისივე ანგარიშიდან, მისი თანხები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაებრუნებინა თუკი მათ ამოღებას შეძლებდა, ანუ ეს თანხა ანუ 210 მილიონი, რომელზეც გახმაურებულად არის საუბარი ბლუმბერგის სტატიაში, ესაა მოპარული ფული და მოპარულ ფულზე დარიცხული პროცენტი. თანხა ხელმიუწვდომელ მდგომარეობაში იყო თითქმის 10 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე მას დაერიცხა შვეიცარიის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცენტი. თუ სწორედ მახსოვს ეს იყო წლიური 5%-ის ფარგლებში, შესაბამისად ამ მოპარულმა თანხამ და მასზე დარიცხულმა პროცენტმა შეადგინა 210 მილიონი დოლარი. თუმცა, საკითხი ის არის, რომ ეს მარტივად არ მომხდარა. დროის საკითხიც კი მეტყველებს ამაზე. 2019 წლიდან დაწყებული რომ დაესრულებინათ ჩარიცხვა. ამას დასჭირდა ცალკე სასამართლოს გადაწყვეტილებაც. შესაბამისად ამ თანხის გადახდა ბანკმა 2022 წლის სექტემბერში დაასრულა,”- განაცხადა სამადბეგიშვილმა.