მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა ფასები იზრდება, 190-ლარიანი სამომხმარებლო კალათა არ უნდა გადაიხედოს? - რიმა ბერაძე

5fe4652abdf2a
ინგა მურუსიძე
24.12.20 13:49
1219
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რიმა ბერაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას მიმართავს და ინტერესდება, ფიქრობს თუ არა ის, რომ უნდა გადაიხედოს სამომხმარებლო კალათის დღეს არსებული ზღვრული ნორმა.

„როგორც ცნობილია სახელმწიფოს მიერ დადგენილია სამომხმარებლო კალათი, რომლის ღირებულება შეადგენს 190 ლარს და 320 აუცილებელ პროდუქტს მოიცავს -  როცა არის ლარის კურსის ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, იზრდება ფასები და მძიმეა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უნდა გადაიხედოს თუ არა სამომხმარებლო კალათის დღეს არსებული ზღვრული ნორმა?“, - მიმართა რიმა ბერაძემ გიორგი გახარიას.

მკითხველს შევახსენებთ, რომ რიმა ბერაძე ამ დრომდე საკრებულოს დეპუტატი იყო. იგი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც 2015 წელს გააკეთა განხაცხადება, რომ უფასო სასადილოებში „სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოსაკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია, რადგან მასში აუცილებელი კალორიულობა შედის და დაცულია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები