მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„როცა ვაქცინა საერთოდ არ გაქვს, უნდა იყიდო ნებისმიერი, რომლის ყიდვის შესაძლებლობაც გეძლევა“

6065c4c5ac722
ინგა მურუსიძე
01.04.21 17:02
1318
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ასახელებს ვაქცინების ფასებს, თუ რომელი, რა ფასად შეიძინა ქვეყანამ.

მისი თქმით, „კოვაქს-პლატფორმის“ ფარგლებში ვაქცინები არასაბაზრო ფასად, შედარებით იაფად შემოვიდა - „ასტრაზენეკა“ - $4-5 ფარგლებში ღირდა, „ფაიზერი“ – $11-12-ის ფარგლებში და ჩინური „სინოფარმი“ – $19-20.

„ვაქცინების ბაზარზე ძალიან დიდი დეფიციტია მსოფლიოში. „ასტრაზენეკა“, რომელიც კოვაქსის საშუალებით შევისყიდეთ, ვიყიდეთ 4-5 დოლარის ფარგლებში, „ფაიზერიც“ შემოვიდა არასაბაზრო ფასში და ეს იყო 11-12 დოლარის ფარგლებში. ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ უფრო ძვირია, 19-20 დოლარის ფარგლებში, თუმცა ამავე დროს არის დონაცია სხვა ჩინური ვაქცინის, რაც უფასოდ ეძლევა ქვეყანას, ხოლო თუ მეორე-მესამე მოწოდება იქნა, ფასებში ეს საკითხი გათვალისწინებული იქნება. დარწმუნებული ვარ, მისი ფასი არ იქნება განსხვავებული სხვა ვაქცინებისგან.

ზოგადად, ძალიან დიდი დეფიციტია და ადვილი არ არის, ვაქცინა აარჩიოთ ფასის მიხედვით. დღეს კოვიდ-ვაქცინებზე ტენდერს ვერ გამოაცხადებ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თავის მხრივ, NCDC-ს ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძის ინფორმაციით, როცა ვაქცინა საერთოდ არ გაქვს, უნდა იყიდო ნებისმიერი, რომლის ყიდვის შესაძლებლობაც გეძლევა.

„ამ შემთხვევაში რაიმე შესაძლებლობა სხვა ვაქცინის ყიდვის, არ არსებობს“, - თქვა იმნაძემ.