მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა ყველა სხვა სექტორი გახსნილია, რატომ უნდა იყოს სკოლები დაკეტილი?! - UNICEF

612ddb382b81b
თამთა ჯიჯავაძე
01.09.21 00:05
7915
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი სკოლების უსაფრთხო გახსნის შესახებ საუბრობს. როგორც ის აცხადებს, UNICEF-ი ჯერ კიდევ გასული წლიდან ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება.

„უამრავი მტკიცებულებაა, რომ დაკეტილი სკოლების პირობებში ბავშვები არამხოლოდ განიცდიან აკადემიურ რეგრესს, არამედ ეს ასევე უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ კავშირებსა და სოციალურ უნარებზე. მეორე მხრივ, ასევე დამტკიცებულია, რომ მსოფლიოში სკოლები არ წარმოადგენს დაავადების გავრცელების მთავარ კერას“, - განაცხადა ღასან ხალილმა.

მან ასევე საქართველოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პირობებში უამრავ მოსწავლეს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, რაც ონლაინსწავლებისას მათი განათლების დონეზე აისახება.

„არის თუ არა ვაქცინაციის კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი პროფესიული ჯგუფებისთვის, როგორც მაგალითად მასწავლებლებისთვის, სავალდებულო მოთხოვნა სხვა სექტორებისთვისაც? მაშინ რატომ უნდა მოვითხოვოთ ეს მხოლოდ სკოლებისგან? როცა ყველა სხვა სექტორი გახსნილია, რატომ უნდა იყოს სკოლები დაკეტილი? გვიფიქრია ათასობით მოსწავლის შესახებ, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე? როგორ მიიღებენ ასეთი ბავშვები განათლებას? ისინი მას ვერ მიიღებენ და ეს უზარმაზარ პრობლემებს შეუქმნის ათასობით ბავშვს, რომელთაც არ აქვთ წვდომა ონლაინ სწავლებაზე. მოვინახულე საქართველოს ბევრი რეგიონი, სადაც ბავშებს ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობაც.